რა დაჯდა მსოფლიო ბრენდების ლოგოები

რა დაჯდა მსოფლიო ბრენდების ლოგოები

ვებსაიტმა oddstuffmagazine.com-მა მსოფლიო ბრენდების ლოგოების დიზაინის ნუსხა წარმოადგინა. ესენია  "პეპსი", "კოკა-კოლა", "ნაიკი" და სხვა. ყველა ლოგო ნაცნობია, მაგრამ საზოგადოებამ არ იცის, ვინ შექმნა მათი დიზაინი და რა ანაზღაურება მიიღო. ზოგიერთი ლოგოს დიზაინის შესაქმნელად რეკორდულად მაღალი თანხაა გადახდილი, ზოგიერთის ღირებულება კი თითქმის ნულია.

1. Google: Google-ს ორიგინალი ლოგო 1998 წელს სერგეი ბრინმა შექმნა. სერგეი Google-ს ერთ-ერთი დამაარსებელია. მოგვიანებით ლოგო რამდენჯერმე შიცვალა, მაგრამ პირველადი სახე ხელუხლებელი დარჩა. ლოგოს შექმნის ღირებულება 0 დოლარია.

2. "კოკა-კოლა": "კოკა-კოლას" ცნობილი ლოგო 1885 წელს ჯონ პემბერტონმა შექმნა. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა, ფრენკ მესონ რობინსონმა მოუგონა. მას კარგი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა "Coca-Cola", რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია. ლოგოს დიზაინერი უსასყიდლოდ გაისარჯა.

3. "პეპსი": "პეპსის" ახალი ლოგოს დიზაინი ფირმა Arnell Group-ს ეკუთვნის. Arnell Group-მა ბრენდის ლოგო 2008 წელს წარმოადგინა. ლოგოს ფასი 1 000 000 დოლარია.

4. Nike: Nike-ს ლოგოს დიზაინი კაროლინ დევიდსონს ეკუთვნის. კაროლინმა ლოგო 1975 წელს შექმნა. დიზაინი მოგვიანებით დაიხვეწა, მაგრამ ძირითადი კონცეფცია უცვლელი დარჩა. დაუჯერებელია, მაგრამ ბრენდის ლოგო მხოლოდ 35 დოლარად შეფასდა. მოგვიანებით კი ბრენდის წარმომადგენლებმა დიზაინერს 500 აქცია გადასცეს, რომლის საერთო ღირებულება ამჟამად 600 000 დოლარზე მეტია.

5. Twitter: "ტვიტერის" ცნობილი ლოგო სიმონ ოქსლიმ 2009 წელს შექმნა. ლოგოს ღირებულება 15 დოლარია.

6. BBC: BBC-ს ლოგოს დიზაინი 1997 წელს შეიცვალა. ლოგოს შექმნის ღირებულება 1 800 000 დოლარს შეადგენს.

მომზადებულია oddstuffmagazine.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს