ჩინელებმა ღვინო გიგანტურ ბოთლში ჩამოასხეს

ჩინელებმა ღვინო გიგანტურ ბოთლში ჩამოასხეს

ჩინეთში გიგანტური ღვინის ბოთლი შექმნეს, რომლის სიგრძე 27 მეტრია, სიგანე - 2.3 მეტრი და 3 ტონას იწონის. ბოთლი სპეციალურად გამოფენა Yantai International Wine Expo-სთვის შეიქმნა.

გიგანტური ბოთლი გამოფენაზე კომპანია Jinding Co-მ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში წარადგინა. კომპანიამ გამოფენის ყველა სტუმარს მისცა შესაძლებლობა, რომ ამ ბოთლიდან ჩამოსხმული ღვინო დაეგემოვნებინათ.

ბოთლი გამოფენაზე სპეციალური პლატფორმის საშუალებით მიიტანეს. გიგანტური ღვინის ბოთლი არ იყიდება. ის გამოფენის ბოლომდე Yantai International Wine Expo-ს პავილიონში დარჩება. შესაძლოა, ის გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდეს.

მომზადებულია sdchina.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს