ახალშობილის შესახვედრად სამშობიაროში სამი მამაკაცი მივიდა

ახალშობილის შესახვედრად სამშობიაროში სამი მამაკაცი მივიდა

ფილმი Mamma Mia, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ გმირს სამი შესაძლო მამა ჰყავს, რეალურ ცხოვრებაშიც განმეორდა. იტალიაში, პროვინცია პალერმოს საავადმყოფოში, ახალშობილის შესახვედრად ერთდროულად სამი მამაკაცი მივიდა.

როდესაც ახალგაზრდა მამაკაცებმა შეიტყვეს, რომ ბავშვის მამა სამივე მათგანი შეიძლებოდა ყოფილიყო, მათ შორის მწვავე დისკუსია გაიმართა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. საავადმყოფოს პერსონალს სამართალდამცავების გამოძახება მოუწია.

ჩხუბში არავინ დაზარალებულა, ამიტომ მამობის სამი პრეტენდენტი არ დაუკავებიათ.

ბოლოს სამშობიაროდან ბავშვის დედა გამოვიდა, ერთ-ერთ მათგანს ხელი დაადო და მასთან ერთად დატოვა საავადმყოფო. დანარჩენმა ორმა მამაკაცმა უხმოდ დატოვა შენობა.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს