ოლიმპიური თამაშების ჰაერი აუქციონზე იყიდება

ოლიმპიური თამაშების ჰაერი აუქციონზე იყიდება

ჰაერით ვაჭრობის იდეა სულ უფრო პოპულარული ხდება. ონლაინ აუქციონ Ebay-ზე ლონდონის ოლიმპიადის ჰაერი იყიდება. მათ, ვინც ვერ შეძლო ოლიმპიადაზე დასწრება და ვისაც ოლიმპიური ჰაერის ჩასუნთქვა სურს, შესაბამისი საფასურის გადახდა მოუწევს.

ჰაერი გამჭვირვალე ქილაშია მოთავსებული და მისი საწყისი ფასი 10.5 გირვანქა სტერლინგია. ვისაც ოლიმპიური ჰაერის მოპოვება აუქციონის გარეშე სურს, 99.99 ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აუქციონზე ჰაერი იყიდება. გაყიდულა პარიზის ჰაერი. ხოლო რამდენიმე თვის წინ ესპანელმა ბიზნესმენმა მთის ჰაერის გაყიდვა დაიწყო. მისი ბიზნესი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს