ჩინელებმა ბრიტანული ქალაქი დააკოპირეს

ჩინელებმა ბრიტანული ქალაქი დააკოპირეს

ჩინელები კოპირებით არიან ცნობილნი. დღემდე ფალსიფიცირებულ ნაწარმთა შორის მხოლოდ ფართო გამოყენების პროდუქცია იყო, თუმცა ამჯერად ჩინელები შორს წავიდნენ.

მათ ბრიტანული ქალაქის ასლი შექმნეს. ჩინური წარმოების ბრიტანულ ქალაქს ტემზა დაარქვეს. ის ბრიტანული დასახლების ასლია, ოღონდ ნამდვილი ჯენლტმენებისა და ლედების გარეშე.

ტემზა შანჰაიში აშენდა. Made in china-ქალაქი იმდენად გავს ორიგინალს, რომ ბრიტანეთიდან ჩინეთში არაერთი არქიტექტურული საჩივარი ჩავიდა, რომელსაც ხელს ადგილობრივები აწერდნენ.

"მინდოდა ქალაქი მაქსიმალურად ინგლისურ სტილში ამეშენებინა. ბრიტანული არქიტექტურის თავისებურებები ძალიან უჩვეულოა, ამიტომ ორიგინალი გეგმის მიხედვით ვმოქმედებდით", - განაცხადა ჯეიმს ჰომ, სამშენებლო კომპანია Shanghai Henge Real Estate-ის დირექტორმა.

ქალაქი 10 000 სულ მოსახლეზეა გათვლილი, თუმცა ის თითქმის ცარიელია. კომპანიას სურდა, რომ ტემზა ჩინეთის ტერიტორიაზე არსებული ნამდვილი ბრიტანული დასახლება გამხდარიყო, თუმცა იქ ცხოვრების მსურველი ჯერ არ ჩანს. 

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს