"ფუკუსიმას" რადიაციამ პეპლებში მუტაცია გამოიწვია

 "ფუკუსიმას" რადიაციამ პეპლებში მუტაცია გამოიწვია

იაპონიის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პეპლის სახეობაში უჩვეულო გენეტიკური ცვლილებები გამოავლინა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მსგავსი მუტაციები ატომურ ელექტროსადგურ "ფუკუსიმა-1"-ზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია.

სამეცნიერო შრომის შედეგები ამერიკულმა ჟურნალმა Nature-მა გამოაქვეყნა. იაპონელმა სპეციალისტებმა კვლევის დროს ფუკუსიმას პრეფექტურაში Pseudozizeeria maha-ს სახეობის წარმომადგენლების კოლექცია შეკრიბეს.

დაჭერილ პეპლებს მეცნიერებმა მუტაციის ნიშნები - ძალიან პატარა ფრთები და თვალებზე ძლივს შესამჩნევი ღრმულები შენიშნეს. შემდგომმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მომავალ თაობაში ეს გენეტიკური ცვლილებები პოპულაციის უფრო დიდ ნაწილს მოიცავს.

თუ პირველ ეტაპზე დაჭერილ პეპლებს შორის მუტაცია მხოლოდ 12%-ს გამოუვლინდა, მათ შთამომავლობაში ეს ცვლილებები უკვე 18%-ს აღენიშნება.

"ეს ცვლილებები რადიონუკლიდმა გამოიწვია, რომელიც ატომოსფეროში "ფუკუსიმა-1"-ზე ავარიის შემდეგ მოხვდა. სხვადასხვა სახეობები რადიაციაზე განსხვავებულად რეაგირებენ", - ამბობს კვლევითი ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე.

შარშან მარტში "ფუკუსიმა 1"-ზე ავარიის შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიის ტერიტორია რადიოაქტიული ნივთიერებებით დაბინძურდა.

მომზადებულია Nature-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს