მიშელ ობამას მფლანგველობაში ადანაშაულებენ

მიშელ ობამას მფლანგველობაში ადანაშაულებენ

აშშ-ის პირველი ლედის წინააღმდეგ მორიგი ბრალდებები გაისმა. ამჯერად მის მეტისმეტ მფლანგველობაზე, დახვეწილი და ძვირადღირებული სამოსის გადამეტებულ სიყვარულზე საუბრობენ.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, რომლებიც იმდენად ეკონომიურები და ხელმომჭირნეები არიან, რომ ბაზრობებზე იმოსებიან და დედოფალსა და კემბრიჯის ჰერცოგინიას ხშირად ერთი და იგივე კაბა და ფეხსაცმელიც კი აცვიათ, აშშ-ის პირველი ლედი თავის გარდერობზე უზარმაზარ თანხებს ხარჯავს.

ზაფხულის ოლიმპიადის გახსნამდე, ბუკინგემის სასახლეში გამართულ მიღებაზე გადაღებული ფოტოების მიხედვით, ექსპერტებმა ამოიცნეს ამერიკული ბრენდის J Mendel-ის 2013 წლის კოლექციის ნიმუში. ამ მოდური თეთრი ჟაკეტის ღირებულება, რომელიც თურმე ვერცხლის ძაფით არის ამოქარგული და ინდივიდუალური შეკვეთითაა დამზადებული, 6800 დოლარია. ეს ერთ-ნახევარჯერ აღემატება საშუალო ამერიკული ოჯახის თვიურ შემოსავალს.

ამერიკელი ჟურნალისტები და ბლოგერები აღშფოთებული არიან პრეზიდენტის ცოლის უსარგებლო დანახარჯებით იმ დროს, როცა ქვეყანაში უამრავი ოჯახი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს.

მიშელი ადრეც არაერთხელ ამხილეს მოდური ნივთებისა და შოპინგის გადამეტებულ სიყვარულში. ეს განსაკუთრებით უსიამოვნოა იმ დროს, როცა მისი ქმარი საპრეზიდენტო რბოლაშია ჩართული და ისედაც ხშირად ხვდება კრიტიკის ქარ-ცეცხლში.

The Times

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს