ქეით მიდლტონის ბიძაშვილმა "ფლეიბოისთვის" გაიხადა

ქეით მიდლტონის ბიძაშვილმა "ფლეიბოისთვის" გაიხადა

პრინცი უილიამის მეუღლის, ქეით მიდლტონის სტრიპტიზის მოცეკვავე ბიძაშვილმა, კატრინა დარლინგმა მამაკაცების ჟურნალ PlayBoy-სთვის გაიხადა.

როგორც ბრიტანული პრესა წერს, კატრინამ შიშველ ფოტოებში, ანაზღაურების სახით, 6 ნიშნა ჰონორარი აიღო. 22 წლის დარლინგი ჟურნალის ახალი ნომრის გარეკანზეც მოხვდა.

დარლინგის საქმიანობის შესახებ მსოფლიომ გასულ წელს, პრინც უილიამისა და კემბრიჯის ჰერცოგინიას ქორწილამდე შეიტყო. მიდლტონი თავის საქმროსაც გამოუტყდა, რომ მისი ბიძაშვილი სტრიპტიზის მოცეკვავეა. მართალია, ქეითი მას არ იცნობს, თუმცა სამეფო ოჯახში შესვლამდე თავი დაიზღვია და მეუღლეს მისი ოჯახის ყველა საიდუმლო უამბო.

კატრინამ არაერთხელ აღნიშნა, რომ სტრიპტიზის ცეკვა მას სიამოვნებას ანიჭებს და ეს მხოლოდ გართობისთვის სჭირდება.

"უბრალოდ ვერთობი! მერე რა მოხდა, რომ პრინც უილიამის მეუღლის ბიძაშვილი ვარ? ქედმაღალ ინგლისელებს საკუთარ თავზე ქილიკი არ შეუძლიათ, მე კი შემიძლია. შეიძლება ქეითს ვერასდროს შევხვდე, მაგრამ მიხარია, რომ მისი ბედი ასე აეწყო!", - აღნიშნა კატრინა დარლინგმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

კატრინა ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს. ის ბრიტანეთში დაბრუნებას არ გეგმავს.

იხილეთ ვიდეო: ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გაშიშვლდა

იხილეთ ასევე: ქეით მიდლტონი საკუთარმა დამ შეარცხვინა

ქეით მიდლტონის ძმა გეი აღმოჩნდა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს