სახლი, რომელიც ყვავილობს

სახლი, რომელიც ყვავილობს

ინგლისის საგრაფო იორკშირში ათასობით ყვავილით მორთული სახლია. მაგრამ ენი და რობინ სტრეინგების სახლი განსაკუთრებულია - მას ირგვლივ ყვავილების ტერასა აქვს შემოვლებული. ოჯახი სახლს 26 წელია ალამაზებს.

წყვილი ყვავილების მოვლაში ათასობით გირვანქა სტერლინგს ხარჯავს. სახლი გზის პირასაა. როგორც წყვილი ამბობს, ეზო მუდამ ხალხით არის სავსე. ადგილობრივები სტერლინგების სახლს წალკოტს უწოდებენ და ამბობენ, რომ აქ ყოველთვის სასიამოვნო სურნელია.

"გზაზე მანქანა ისე არ გაივლის, რომ ჩვენს სახლთან არ გაჩერდეს - მგზავრები ყვავილების ცქერით ტკბებიან. 26 წელია ამ სილამაზეს ვქმნით. ეს მშვენიერება დიდ ფინანსებსა და ენერგიას მოითხოვს. ათასობით ყვავილს უნდა მოეფერო და მორწყა, მაგრამ თითოეული მათგანი შვილებივით მიყვარს და მათი მოვლა არ მბეზრდება", - ამბობს ენი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს