დატოვეთ მობილური გარეთ და მიიღეთ ფასდაკლება ამერიკულ რესტორანში

დატოვეთ მობილური გარეთ და მიიღეთ ფასდაკლება ამერიკულ რესტორანში

რესტორანმა "ევამ", რომელიც აშშ-ში, ლოს-ანჯელესში მდებარეობს, სტუმრებს უცნაური ფასდაკლება შესთავაზა. სტუმრებს ფასდაკლებით სარგებლობა იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ტელეფონებს შენობის შესასვლელთან დატოვებენ.

ფასდაკლება 5%-იანია. მის შესახებ რესტორანში მისულ ადამიანებს მიმტანები ატყობინებენ. შეკვეთის მიღების დროს მიმტანები სტუმრებს მობილურს ართმევენ და შემოსასვლელში, რესტორნის თანამშრომელთან ტოვებენ.

რესტორნის ადმინისტრაციის თქმით, ეს ისევ სტუმრების სასარგებლოდ კეთდება.

"ჩვენ გვსურს, რომ აქ მოსული ადამიანები არა მხოლოდ ჩვენი კერძებით, არამედ თანამეინახესთან ურთიერთობითაც დატკბნენ. ტელეფონები დიდ დროს გვართმევს. კარგი იქნება, თუ მას ვახშმობისას არავინ გამოიყენებს", - განაცხადა "ევას" მფლობელმა.

მომზადებულია newsbang.net-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს