პუტინი ბაბუა გახდა

პუტინი ბაბუა გახდა

რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილმა მარია პუტინამ ვაჟი გააჩინა, ამის შესახებ ბულგარეთის მედია იუწყება. ვლადიმერ პუტინის შვილიშვილი ბულგარეთის ერთ-ერთი ქალაქის სამშობიაროში საკეისრო კვეთით დაიბადა.

მშობიარობა გასაიდუმლოებული იყო. ბულგარული საიტი btvnews.bg წერს, რომ რუსული მედია ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე თავს იკავებს.

მათი ინფრმაციით, პუტინი სამშობიაროს უკვე ეწვია და ქალიშვილს მიულოცა. დედა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ. ბავშვის მამის ვინაობა უცნობია.

რუსეთის პერზიდენტის პირადი ცხოვრება მკაცრად გასაიდუმლოებულია. ვლადიმერ პუტინის ქალიშვილებზე ოფიციალური ცნობები თითქმის არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მწირი ინფორმაცია, რომ 27 წლის მარია პუტინა ერთ-ერთი რუსი ოლიგარქის მეუღლეა და მისი ქორწილი 2005 წლის ზაფხულში საბერძნეთში, კუნძულ სანტორინზე გაიმართა.

მომზადებულია btvnews.bg-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს