ჩინეთში მანქანის გზა საცხოვრებელი კორპუსების სახურავზე გადის

ჩინეთში მანქანის გზა საცხოვრებელი კორპუსების სახურავზე გადის

ჩინეთის პროვინცია გუიჯოუში მანქანის გზა საცხოვრებელი კორპუსების სახურავზე გადის. ზოგიერთ ადგილას კი გზა შენობის ფანჯრებს უსწორდება.

Shuikousi-ის ხიდი 1997 წელს აშენდა, 2 წლის შემდეგ ხიდს ქვემოთ არსებული სივრცე საცხოვრებელი კორპუსებით შეივსო. ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ხმაურს, მტვერსა და ჭერის ზანზარს იმდენად შეეჩვია, რომ მიწისძვრას ყურადღებას აღარ აქცევს. მაგალითად, ასე გამოეპარათ 2008 წელს რეგიონში მომხდარი ძლიერი მიწისძვრა - მოსახლეობამ იფიქრა, რომ რყევის მიზეზი ხიდზე მიმავალი მანქანა იყო.

ხიდის ქვეშ მცხოვრები მოსახლეობის მთავარი პრობლემა  მტვერია, მაგრამ ამბობენ, რომ უკვე ამასაც შეეჩვივნენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს