ბარაკ და მიშელ ობამების პირველი კოცნის ადგილას მემორიალური დაფა აღმართეს

ბარაკ და მიშელ ობამების პირველი კოცნის ადგილას მემორიალური დაფა აღმართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მომავალ მეუღლეს, მიშელს 1989 წელს, მათ მშობლიურ ქალაქ ჩიკაგოში, ნაყინის კაფეში პირველად აკოცა. სწორედ ამ ადგილას გრანიტის ქვა და მასზე  მემორიალური დაფა დაამონტაჟეს, რომელმაც ეს მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა უკვდავყოს.

ბარაკ ობამამ მიშელი 1988 წლის ზაფხულში გაიცნო, როდესაც ორივე ჩაკაგოს იურიდიულ კომპანია "სიდლი ოსტინში" მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მიშელი ბარაკზე უმცროსი იყო, იგი უკვე პრაქტიკოს იურისტად მუშაობდა, მაშინ როდესაც ობამა სტუდენტი-პრაქტიკანტი იყო.

თავად პრეზიდენტი ყვება, რომ მიშელი მასთან პაემანს მხოლოდ რამდენიმე თხოვნის შემდეგ დათანხმდა. შეხვედრა კაფე Baskin Robbins-ში შედგა. ამჟამად მის ადგილას პოპულარული რესტორანი Subway მდებარეობს.

მონუმენტი ყვავილოვან გაზონზეა დამონტაჟებული და თითქმის ნახევარ ტონიან გრანიტის ქვას წარმოაგენს, რომელზეც ფრიფიტაა დამაგრებული. მასზე ბარაკ და მიშელ ობამები ერთმანეთს კოცნიან.

ფოტოს ქვემოთ პრეზიდენტის ციტატაა ამოტვიფრული, სადაც თეთრი სახლის ლიდერი მიშელთან რომანტიულ შეხვედრას ჟურნალისტს უყვება: "ჩვენს პირველ პაემანზე მიშელს Baskin Robbins-ის საუკეთესო ნაყინით გავუმასპინძლდი. მე მას ვაკოცე და კოცნას შოკოლადის გემო ჰქონდა”.

ფირფიტის ქვემოთ წერია: "ამ ადგილას პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიშელს პირველად აკოცა".

ოქტომბერში ობამების წყვილი ქორწილის მეოცე წლისთავს აღნიშნავს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს