აშშ-ში მესიჯების სწრაფად წერის შეჯიბრი გაიმართა

აშშ-ში მესიჯების სწრაფად წერის შეჯიბრი გაიმართა

ნიუ-იორკში სმს-ების სწრაფად წერის მორიგი ჩემპიონატი გაიმართა. გამარჯვებული უკვე მეორედ, 17 წლის ოსტინ ვირშკე გახდა, რომელსაც პრიზის სახით 50 000 აშშ დოლარი გადასცეს.

მეორე ადგილის მფლობელი 16 წლის კენტ ავგუსიტნაა, რომელიც კვინსში ცხოვრობს. მისმა ფულადმა ჯილდომ 10 000 დოლარი შეადგინა. მან განაცხადა, რომ ბედს მომავალ წელსაც ცდის და ეცდება პირველი ადგილი დაიკავოს.

ჩემპიონის თქმით, სავარჯიშოდ ის მეგობრებს დღეში 500 მესიჯს უგზავნიდა. გადამწყვეტი რაუნდის დროს ოსტინმა 39 წამში 140 სიმბოლო აკრიფა. ჟიურიმ გამარჯვებულს ადგილი სისწრაფის, სიზუსტისა და მოხერხებულობის გათვალისწინებით მიანიჭა. 

ჩემპიონატის ფარგლებში მონაწილეებს თვალახვეულ მდგომარეობაში შემდეგი ტექსტი უნდა აეკრიფათ:

"Twinkle, twinkle, little star, how I wonder what you are, up above the world so high, like a diamond in the sky"

შემდეგ კი უნდა გაეშიფრათ და აეკრიფათ სხვადასხვა აბრევიატურები, მაგალითად: TTYL - talk to you later - მოგვიანებით დაგელაპარაკები.

მომზადებულია nypost.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს