პრინც უილიამს დედინაცვალი დასცინის

პრინც უილიამს დედინაცვალი დასცინის

პრინც უილიამის დედინაცვალი კამილა პარკერი პრინცის საჯაროდ დაცინვას არ ერიდება. როგორც ცნობილია, წლებთან ერთად უილიამის თავს სიმელოტე შეეპარა.

როგორც ვებსაიტი showbizspy იუწყება, კამილა პრინცს მასხრად იგდებს და ურჩევს, ნაკლის დასაფარად თავზე პარიკი დაიხუროს. უილიამი კი დედინაცვლის ირონიას ვერ იტანს. "კამილა უილიამს გესლიან შენიშვნებს აძლევს", - ამბობს showbizspy-ს წყარო.

დედინაცვლის წყალობით უილიამს მამასთან, პრინც ჩარლზთანაც დაეძაბა ურთიერთობა. ისინი ხშირად კამათობენ. გავრცელებული ინფორმაციით, უილიამმა მამას სთხოვა, კამილამ ქეითისგან თავი შორს დაიჭიროს. 

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს