უკრაინის პრემიერ-მინისტრი ქართველი ექიმების გულისხმიერებით მოხიბლულია

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ქართველი ექიმების გულისხმიერებით მოხიბლულია

უკრაინის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვს აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობიდან დაუვიწყარი შთაბეჭდილება დარჩენია. ამ მოგზაურობაზე მოგონებები მან "ფეისბუქის" საკუთარ გვედზე გამოამზეურა. 

"ახალგაზრდობაში ტურისტულ მოგზაურობებში ხშირად დავდიოდი. მეგობრებთან ერთად აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ვიმოგზაურე. მაშინ 13-14 წლის ვიქნებოდი. უნდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან საინტერესო მოგზაურობა იყო",- ყვება აზაროვი. ტურისტები ძირითადად კარვებში ათევდნენ ღამეს, მაგრამ ხანდახან მათ ღამის გასათევად სკოლებშიც უშვებდნენ.

აზაროვმა გაიხსენა, თუ როგორ მოხვდა საქართველოში მოგზაურობის დროს სააავადმყოფოში. "თბილისში აპენდიციტის შეტევა დამემართა და საავადმყოფოში მომათავსეს". პრემიერ-მინისტრი ქართული საავადმყოფოს მედპერსონალის თბილ დამოკიდებულებას აღუფრთოვანებია: "საქართველოს საავადმყოფოში ექიმების ჩემდამი დამოკიდებულება ყოველთვის მემახსოვრება: ისინი არა მხოლოდ კარგად მივლიდნენ, არამედ მატარებლამდე მიმაცილეს, რომლითაც სამშობლოში დავბრუნდი. ამიტომ დიდი პატივს ვცემ ქართველ ხალხს, მის ისტორიასა და კულტურას", - წერს აზაროვი ”ფეისბუქზე”. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს