ჩინელი მაღალჩინოსნები ორგიებში გამოიჭირეს

ჩინელი მაღალჩინოსნები ორგიებში გამოიჭირეს

ჩინეთის კომუნისტური პარტიის რამდენიმე მაღალჩინოსანს სექსუალური ორგიებისთვის პატიმრობა ემუქრებათ. საქმე ის არის, რომ ინტერნეტში მათი ფოტოები გაჩნდა, რომელზეც პარტიის წევრები ჯგუფური სექსით არიან დაკავებულნი. ისინი პარტიიდან უკვე გარიცხეს.

სოციალურ ქსელ Weibo-ში ჯგუფური ორგიის 100-ზე მეტი ფოტო გავრცელდა. ორგიაში სამი მამაკაცი და ორი ქალი მონაწილეობდა. შიშველი მამაკაცები პროვიცია ანჰოის კომუნისტური პარტიის მდივანი ვან მინშენი, მისი მოადგილე ცზიან დაბინი და პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ვან იუი არიან.

სამივე მაღალჩინოსანი "აღვირახსნილობაშია" ბრალდებული, რაც ჩინური კანონმდებლობის თანამად, სისხლის სამართლის დანაშაულია.  ამასთან, ვან მინშენი ჯგუფურ სექსში მონაწილეობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურმა კონკურენტებმა შეუთითხნეს.

ვან იუიმ აღიარა, რომ ეს მისი ფოტოა, ხოლო მათი ერთ-ერთი პარტნიორი მისი სკოლის მასწავლებლის მეუღლეა. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. 

მომზადებულია The Herald Sun-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს