ლენონის მკვლელმა შეწყალება მეშვიდედ ითხოვა

ლენონის მკვლელმა შეწყალება მეშვიდედ ითხოვა

ჯონ ლენონის მკვლელმა მარკ დევიდ ჩეპმენმა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, შეწყალება მეშვიდედ ითხოვა.

ნიუ-იორკის ციხის პრეს-მდივნის ლინდა ფოგლიას (Linda Foglia) თქმით, საქმის განხილვა 21 აგვისტოს დაიწყება და კვირის ბოლოსთვის დასრულდება.

ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ დამნაშავის წინა ექვსი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ყოველ ჯერზე ჩეპმენის თხოვნაზე უარს ლენონის ქვრივი იოკო ონო ამბობდა.

ჩეპმენმა ჯონ ლენონს 1980 წლის 8 დეკემბერს ნიუ-იორკში, მუსიკოსის სახლთან ესროლა. იმავე დღეს ლენონმა თავის მკვლელს ავტოგრაფი მისცა.

მუსიკოსი იოკო ონოსთან ერთად ხმის ჩამწერი სტუდიიდან რომ ბრუნდებოდა, ჩეპმენმა მას ხუთჯერ ესროლა. ლენონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ იგი სისხლის დაკარგვის შედეგად გარდაიცვალა.

მკვლელობის დროს ჩეპმენი 25 წლის იყო და ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. სასამართლომ მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სასჯელის 20 წლის ამოწურვის შემდეგ, მას უფლება აქვს ყოველ 2 წელიწდადში ერთხელ შეწყალება ითხოვოს. მის გათავისუფლებაში გადამწყვეტი სიტყვა ლენონის ქვრივს ეკუთვნის.  

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს