ისრაელში მაღალი გამოსხივების გამო Wi-Fi-ის აკრძალვას ითხოვენ

ისრაელში მაღალი გამოსხივების გამო Wi-Fi-ის აკრძალვას ითხოვენ

ისრაელის მშობელთა კომიტეტმა განათლების მინისტრს სკოლებში უკაბელო ინტერნეტის (Wi-Fi) გავრცელების აკრძალვა მოსთხოვა. მათი აზრით, ელექტრომაგნიტური გამოსხივება ბავშვების ჯანმრთელობაზე დამღუპველად აისახება.

მშობელთა კომიტეტის სახელით ადვოკატ მიხაელ ბახის მიერ გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ თუ განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებში Wi-Fi-ის სასწრაფოდ არ აკრძალავს, უახლოეს დღეებში მშობელთა კავშირი სასამართლოს მიმართავს.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კაბელური ინტერნეტი ბევრად უსაფრთხოა და ბავშვების ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს.

Wi-Fi ქსელის 18 წლამდე ბავშვების ჯანმრთელობისთვის მავნებლობის შესახებ ინფორმაციამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეგიდით გამართულ ყოველწლიურ სხდომაზე გახმოვანდა.

ექიმების აზრით, იგი, ისევე როგორც სხვა უსადენო ქსელები ბავშვების ნერვულ სისტემაზე უარყოფით გავლენას ახდენენ. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აზრით, Wi-Fi-ის მავნებლობაზე კონკრეტული დასკვნების გაკეთება ძნელია, რადგან მონაცემთა საკმარისი რაოდენობა არ არსებობს.

მომზადებულია NEWSru.co.il-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს