კიშინოვში მერკელისთვის გამზადებული ბალახი მოიპარეს

კიშინოვში მერკელისთვის გამზადებული ბალახი მოიპარეს

კიშინოვში დაახლოებით 20 მეტრი გაზონი მოიპარეს, რომელიც გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტისთვის დაჩიას ბულვარში ჩაიყარა.

დაჩიას ბულვარის გასწვრივ აეროპორტიდან მომავალმა მერკელის კორტეჟმა უნდა ჩაიაროს.  ბალახის ზოლები გზის გამყოფ ზოლში (ბეტონის ფილების ადგილას) განთავსდა.

"მაღალი დონის სტუმრის ვიზიტისთვის ქალაქის მოწესრიგება მიმდინარეობდა. აეროპორტისკენ მიმავალი გზის გასწვრივ 400 მეტრი გაზონი აღვადგინეთ, სამწუხაროდ, შაბათს ღამეს 20 მეტრი მოიპარეს",- ამბობს მწვანე ნერგების ასოციაციის თავმჯდომარე ელიფერი ჰარუცა.

მომხდარის შესახებ პოლიციას უკვე შეატყობინეს.

ანგელა მერკელის ვიზიტი კიშინოვში 22 აგვისტოს არის დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში ევროპული ინტეგრაციისა და დნესტრისპირეთის დარეგულირების საკითხებს განიხილავენ. სტუმრების უსაფრთხოებაზე 2000 პოლიციელი იზრუნებს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს