აშშ-ში ცეროდენა კვიცი გაჩნდა

აშშ-ში ცეროდენა კვიცი გაჩნდა

მსოფლიოში ყველაზე პატარა კვიცი ამერიკაში, ნიუ-ჰემფშირის შტატში ცხოვრობს. კვიცი სახელად აინშტაინი 35 სანტიმეტრია და 2.7 კილოგრამს იწონის. აინშტაინი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც კი შევიდა.

ჩარლი კანტრელისა და რეიჩელ ვაგნერის ფერმაში კვიცი შარშან გაჩნდა. აინშტაინი იმდენად პაწაწინაა, რომ ფერმის ძაღლი და სათამაშო ბურთიც კი მასზე მაღლები არიან.

"მას შემდეგ რაც პრესაში მის შესახებ ინფორმაცია გაჩნდა, ფერმას უამრავი ადამიანი ესტუმრა", - ამბობს ფერმის პატრონი.

მომზადებულია designyoutrust.com-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: გინესის რეკორდსმენი ცეროდენა კვიცი სახელად აინშტაინი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს