პრინცმა უილიამმა 16 წლის გოგონა დახრჩობას გადაარჩინა

პრინცმა უილიამმა 16 წლის გოგონა დახრჩობას გადაარჩინა

დღეს დილიდან ყველა ბრიტანული გამოცემა პრინც უილიამის საგმირო საქმის შესახებ იუწყება. უილიამმა 16 წლის გოგონა დახრჩობას გადაარჩინა.

ინციდენტი ანგლსის საგრაფოში მოხდა. 16 წლის გოგონა 13 წლის დის დახმარებას ცდილობდა, რომელიც ძლიერი ტალღების გამო ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდა. ინციდენტი უილიამის ავიაბაზასთან ახლოს მოხდა.

სამხედრო-საჰაერო ძალების სამაშველო ვერტმფრენის კაპიტანმა პრინცმა უილიამმა ინციდენტის შესახებ ინფორმაცია როგორც კი მიიღო, გოგონას დასახმარებლად გაეშურა. პრინცის ვერტმფრენი შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში გაჩნდა. 13 წლის გოგონა ნაპირზე სერფინგისტმა გაიყვანა, მაგრამ უფროსი და ჯერ კიდევ ტალღებს ებრძოდა. ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ვერტმფრენიდან დაეშვა და გოგონა წყლიდან ამოიყვანა. ის უსაფრთხო ადგილას პრინცმა უილიამმა გადაიყვანა.

16 წლის გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უმცროს დასთან შედარებით მას სხეულის მეტი დაზიანება აქვს მიღებული. გოგონები Gwynedd-ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომზადებულია hollyscoop.com-ის მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს