რეიკიავიკში პენისების მუზეუმი გაიხნა

რეიკიავიკში პენისების მუზეუმი გაიხნა

ისლანდიის დედაქალაქში პენისების მუზეუმი გაიხსნა. ადგილობრივი პედაგოგი სიგურდურ ხიარტარსონი სხვადასხვა სახეობის ცხოველის პენისებს 15 წლის განმავლობაში აგროვებდა.

პენსიაზე გასვლის შემდეგ ასაკოვანმა პედაგოგმა საკუთარი კოლექცია (280 ექსპონატი) მუზეუმში გამოფინა. კოლექცია სხვადასხვა სახეობის 95 ცხოველის ორგანოს მოიცავს. კოლექციონერის სიმაყეს კი ადამიანის ერთადერთი პენისი წარმოადგენს, რომელიც ოდესღაც ისლანდიელ ფაშისტს ეკუთვნოდა. ის 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არანაკლებ სენსაციური ექსპონატია ისლანდიის ხელბურთის ეროვნული ნაკრების წევრთა სასქესო ორგანოების ყალიბები, რომლებმაც პეკინის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

სიგურდურ ხიარტარსონი ამბობს, რომ ყველაზე დიდი ფალოსი ცისფერ ვეშაპს აქვს, რომლის სასქესო ორგანოს სიგრძე 5 მ-ს აღწევს. ყველაზე პატარა პენისი კი ზაზუნას - სულ რაღაც 2 მმ.

მუზეუმი რეიკიავიკში 1997 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა, რის შემდეგაც ის ქალაქ ხუსავიკში გადაიტანეს. 2012 წელს კი "ფალოლოგიური" მუზეუმი დედაქალაქს დაუბრუნდა. პენისების კოლექცია უკვე 400 000 ადამიანმა დაათვალიერა. ხიარტარსონი დარწმუნებულია, რომ ამაში უხამსი არაფერია.

მომზადებულია Kurier-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს