მენეჯერს მაღალი ინტელექტი არ სჭირდება

მენეჯერს მაღალი ინტელექტი არ სჭირდება

მენეჯერებს წარმატებული მართვისთვის მაღალი ინტელექტი არ სჭირდებათ. კომპანია Detech-ის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საშუალოზე მაღალი ინტელექტი სპეციალისტებს სერიოზულ კარიერულ წინსვლაში ვერ ეხმარება.

კვლევის თანახმად, მაღალი ინტელექტის მქონე მენეჯერებისთვის და მათი საშუალო შესაძლებლობების მქონე კოლეგებისთვის წარმატების მიღწევის შანსები ფაქტობრივად ერთნაირია.

დასაქმების სააგენტო Pruffi-ის დირექტორ ალენ ვლადიმირსკაიას თქმით, დამსაქმებლები თანამშრომლის დაქირავების დროს არა მის ინტელექტს, არამედ გამოცდილებასა და უნარებს აქცევენ ყურადღებას.

მენეჯერების გონებრივი შესაძლებლობების შესაფასებლად Detech-ის მკვლევარებმა სპეციალური ტესტები გამოიყენეს. ტესტი  ადამიანის ვერბალურ ინფორმაციასთან და ციფრებთან მუშაობის უნარებს  აფასებდა. "მაგრამ ასეთი ტესტები ინტელექტის სახეობათა განსხვავების შესაძლებლობას არ იძლევა",- აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოთერაპევტი მარკ სანდომირსკი.

"ვერბარულ ინტელექტზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტი. ეს მოლაპარაკებების წარმოების უნარია, რაც მენეჯერის წარმატებულ მუშაობასთან პირდაპირ კავშირშია", - ამბობს სანდომირსკი.

მკვლევარები საშუალო ინტელექტის მქონე მენეჯერებს სამსახურში წარმატების მისაღწევად ურჩევენ, საკუთარ თავში ინტუიცია და ლიდერის თვისებები განავითარონ. ექსპერტების თქმით, ადამიანს, რომელსაც უფრო მკვეთრად გამოხატული  პროფესიული თვისებები აქვს, სამსახურში აყვანის დროს ინტელექტუალთან შედარებით სერიოზული უპირატესობა ექნება.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს