პროტესტი უნიტაზზე - უჩვეულო აქცია ავსტრალიაში

პროტესტი უნიტაზზე - უჩვეულო აქცია ავსტრალიაში

ავსტრალიაში კოსტიუმებში გამოწყობილმა თორმეტმა ადამიანმა საზოგადოებრივი საპირფარეშოების არარსებობა უჩვეულო ფორმით გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სანაპიროზე უნიტაზები განათავსეს, შარვალი ჩაიძრეს და ზედ დასხდნენ.

აქციის მონაწილეთა აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ სანაპიროზე არსად საზოგადოებრივი ტუალეტი არ არის. უხერხულ სიტუაციებში კი ტურისტებსა და ადგილობრივებს სანაპიროს პატარა კაფეების ტუალეტებში ვიზიტი და ადმინისტრაციის "შეწუხება" უწევთ.

როგორც ავსტრალიური პრესა იუწყება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საბჭოს წევრები საზოგადოებასთან კონსულტაციებს უკვე მართავენ, რათა საზოგადოებრივი ტუალეტებისთვის საუკეთესო ადგილი შეარჩიონ.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს