ჩინელები ნიღბებით ”ირუჯებიან”

ჩინელები ნიღბებით ”ირუჯებიან”

ზაფხული მზესთან, ზღვასთან და კარგ რუჯთან ასოცირდება, მაგრამ მავანს ნამზეური არ მოსწონს. ჩინეთის სანაპიროებზე ნიღბიანი დამსვენებლები გამოჩნდნენ, რომლებმაც ფოტოგრაფების ყურადღება მიიპყრეს.

მზისგან დამცავ ნიღაბს, რომელიც მათ ეკეთათ, Facekini ჰქვია. მსგავსი ნიღბები 5 წელია იყიდება ჩინეთის მაღაზიებში, მაგრამ საზოგადოების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც სოციალურ ქსელებში მათი ამსახველი ფოტოები გავრცელდა. ნიღბები რეზინის არის - გამოჭრილია ცხვირის, თვალებისა და პირის ფორმა. მას, ვისაც არც ტანის გარუჯვა სურს, ნიღაბთან ერთად სპეციალური ტანსაცმლის შეძენაც შეუძლია.

მაშინ, როცა მილიონობით ქალი უპირატესობას გარუჯულ სხეულს ანიჭებს, ჩინეთში თეთრი კანი სილამაზის ნიშანია. ჩინელი ქალბატონებისგან ხშირად გაიგონებთ ძველ გამოთქმას: "თეთრი კანი უამრავ სიმახინჯეს მალავს". ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი ჩინელი ქალების უმრავლესობა მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რომ კანი რძესავით თეთრი დარჩეს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს