წამება თუ სწავლება - როგორ აქცევენ ჩინელ ბავშვებს რეკორდსმენებად?

წამება თუ სწავლება - როგორ აქცევენ ჩინელ ბავშვებს რეკორდსმენებად?

გამარჯვება ნებისმიერ ფასად: ჩინურ გიმნაზია ნანინგში, სადაც ოლიმპიურ ვარსკვლავებს ამზადებენ, მწვრთნელებს საკმაოდ მკაცრი პოლიტიკა აქვთ ბავშვებთან მიმართებით და სწავლების სასტიკ გრაფიკს უწესებენ.

ამის შედეგია ის, რომ ჩინეთი თანდათან სპორტულ ზესახელმწიფოდ იქცევა, რაც ლონდონის ოლიმპიად­აზეც დამტკიცდა. ეკონომიკური წი­ნ­სვლის კვალდაკვ­ალ, ეს ქვეყანა ყო­ველთვის მიიწევს სპორტში ლიდერობისკენაც.

ჩინელი სპო­რტ­სმენები თითქოს და­ღლას არ გრძნობენ, ოლიმპიური ოქ­როსკენ მიმავალნი შესაძლებლობების მაქსიმუმს უჩვენებენ. თუმცა ლამაზი ტრიუმფების მიღმა ცხოვრების სასტი­კი სიმართლე დგ­ას: ჩემპიონების მო­მზადება ხშირად "საწვრთნელ წამებებს" ჰგავს.

ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ ნანინგის ბანაკში ვარჯიშის ფოტოები, რო­­მ­ლებიც მნახველს აოცებს. ხუთი წლის ბავშვებისგან პირდაპირ "წურავენ" რეკორდებს.

ნორჩი სპორტსმენები ნანინგის გიმნაზიაში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი სავარჯიშო ბანაკია მთელ ქვეყანაში გავრცელებულ სხვა ბანაკებს შორის, ისევე ვარჯიშობენ, როგორც დასავლურ სპორტში ზრდასრული სპორტსმენები: პაწაწინა ბავშვებს მოზრდილი ოლიმპიელების დატვირთვა აქვთ.

ეწინააღმდეგებიან ტკივილს, ტირიან და კვნესიან, მათი დამრიგებლები კი აიძულებენ, ყველა ვარჯიში ბოლომდე მიიყვანონ და ყოველ ჯერზე გააუმჯობესონ შედეგები. ამას მშობლები არ აპროტესტებენ - მათ იციან, რომ ნებისმიერი გამარჯვება დიდ შრომას მოითხოვს. სპორტი ხომ ძლიერთა სამფლობელოა.

იმ შემთხვევისთვის, თუ პატარა სპორტსმენები დაიღალნენ და სკოლაში ყოფნის მიზანი დაავიწყდათ, სკოლაში კიდია დიდი პლაკატი წარწერით: "ოქრო".

ბავშვებს იდეოლოგიურადაც წვრთნიან, პატარაობიდანვე უნერგავენ, რომ მათი მთავარი მისია ცხოვრებაში ამერიკელებისა და სხვა მეტოქეების დამარცხებაა, რომელთაც ასევე შეუძლიათ სპორტული მწვერვალების დაპყრობა, ოღონდ არა ამ ფასად და ასეთი თავგანწირვით.

სანამ დასავლური პრესა გაოცებულია მსგავსი "უკიდურესობებით". ჩინელი ათლეტები ერთმანეთის მიყოლებით ხსნიან რეკორდებს.

Daily Mail

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს