42 წლის ჰოლანდიელი 8 წელიწადში 82 შვილის მამა გახდა

42 წლის ჰოლანდიელი 8 წელიწადში 82 შვილის მამა გახდა

ნიდერლანდების სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ მაასტრიხტის მკვიდრი ედ ჰუბენი 42 წლის ასაკში 82 შვილის მამა გახდა და "ბავშვების მწარმოებლის" ყველაზე ნაყოფიერი პროფესიონალის ტიტული მოიპოვა.

ჰოლანდიელი  საკუთარ სახლში თვეში ბავშვის გაჩენის მსურველ 15-მდე ქალს მთელი მსოფლიოდან იღებს. საკუთარ მომსახურებაში ჰუბენი ფულს არ იღებს. გამონაკლისის სახით, იგი ქალებს უფლებას აძლევს მისი მგზავრობის და საცხოვრებელი ბინის ხარჯები გადაიხადონ, იმ შემთხვევაში, თუ მისი საზღვარგარეთ გამგზავრებაა აუცილებელი.

ქალბატონები ედ ჰუბენს მისი უკიდურესად მაღალი ბიოლოგიური მაჩვენებლების გამო ირჩევენ. ქალების 80%-მა ჯანმრთელი ბავშვები გააჩინა.

ჰუბენმა საკუთარი "კარიერა" 34 წლის ასაკში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამ ასაკამდე ახალგაზრდა მამაკაცს გოგონებთან სექსუალური კავშირი არ ჰქონდა და მშობლების სახლში დედასთან ერთად ცხოვრობდა.

მამაკაცმა საკუთარი ბედის შეცვლა გადაწყვიტა, თავიდან მან საკუთარი ბიოლოგიური მასალის ადგილობრივ სპერმის ბანკებში ჩაბარება დაიწყო, მაგრამ შემდეგ სპეციალური ვებ-საიტების საშუალებით ისეთ ქალებთან გააბა ურთიერთობა, რომლებიც ბავშვის ჩასახვაზე ოცნებობდნენ და მათ საკუთარი მომსახურება შესთავაზა.

კლიენტებთან ჰუბენი ხელშეკრულებას დებს. დოკუმენტის თანახმად, ქალებს მისთვის ბავშვის მატერიალური უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება არ აქვთ.

ამჟამად, ჰოლანდიელი 45 ქალიშვილის და 35 ვაჟის მამაა, ორი ბავშვის დედამ მასთან შვილის სქესის გამჟღავნება არ ისურვა. კიდევ 10 ქალი კი უახლოეს მომავალში გააჩენს.

"სპერმის ბანკები განაყოფიერების პროცედურაში 8000 დოლარს იღებენ, მე კი ამას სრულიად უფასოდ ვაკეთებ. მე უბრალოდ, კეთილი საქმის კეთება და ქალების გაბედნიერება მინდა. თავად მყავს შეყვარებული, რომელიც ჩემი საქმიანობის წინააღმდეგი არაა, პირიქით თვლის, რომ ეს საინტერესოა", - ამბობს მრავალშვილიანი მამა.

ედ ჰუბენმა აღიარა, რომ სანამ ქალს შვილს აჩუქებს, მას ჯერ კარგად გაიცნობს ხოლმე, რომ გაარკვიოს,  იქნება თუ არა იგი კარგი დედა.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს