ამერიკელები ყოველწლიურად 165 მლრდ დოლარის პროდუქტს ყრიან

ამერიკელები ყოველწლიურად 165 მლრდ დოლარის პროდუქტს ყრიან

აშშ-ის მოსახლეობა ყოველწლიურად ნაგავში სურსათის 40%-ს ყრის, რომელიც საერთო ჯამში 165 მლრდ დოლარის ღირებულებისაა. ასეთ მონაცემებს ამერიკული ბუნებრივი რესურსების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის გამოქვეყნებული მოხსენება შეიცავს.

"აშშ-ის მოსახლეობა შეძენილი საკვები პროდუქტების თითქმის ნახევარს თავიდან იშორებს. ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი და ძვირფასი ბუნებრივი რესურსები, ფაქტობრივად, ნაგავში იყრება", - აღნიშნავს მოხსენების ავტორი დანა ჰანდერსი. მისი თქმით, ამერიკელები 10-ჯერ მეტ საკვებს ყრიან, ვიდრე მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მაცხოვრებლები.

მეცნიერების აზრით, ოთხსულიანი ამერიკული ოჯახი, ყოველწლიურად, საშუალოდ, 2275 დოლარის პროდუქტებს ყრის. მკვლევარების განსაკუთრებული მღელვარება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ამჟამად ეს მაჩვენებელი 50%-ით მაღალია, ვიდრე 1970-იან წლებში იყო.

ნაგავში მოხვედრილი საკვების უმეტესობა მალფუჭებადი პროდუქტია - მაგალითად, ბოსტნეული და ხილი, რომელიც არ იყიდება. მაგრამ სპეციალისტების თქმით, საკვები პროდუქტები ნაგვის ყუთში ხშირად იმის გამო კი არ ხვდება რომ გაფუჭდა, არამედ იმიტომ, რომ  ზედმეტია.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს