პრინცი ჰარი, შესაძლოა, წოდებრივად ჩამოაქვეითონ

პრინცი ჰარი, შესაძლოა, წოდებრივად ჩამოაქვეითონ

ბრიტანეთის პრინცი ჰარი, რომელიც ახლახან სკანდალში გაეხვია, შესაძლოა, წოდებრივად ჩამოაქვეითონ. ბოლო ორი დღეა, დედოფალი ელისაბედ II და მისი ოჯახის წევრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საზოგადოებამ ჰარის შიშველი ფოტოები დაივიწყოს.

მსოფლიო მედია ჰარის ლას-ვეგასის არდადეგების დეტალების გაშუქებას არ წყვეტს. ცნობილი გახდა, რომ ფოტოები პრინცის ერთ-ერთმა მეგობარმა გაყიდა, რომელიც იმ ღამეს მასთან ერთად ერთობოდა. გამოცემებმა მას 15 000 დოლარზე მეტი გადაუხადეს - სწორედ ამდენად შეფასდა გოგონას ჰარისთან მეგობრობა.

სამეფო ოჯახს სიურპრიზი ვებგვერდ TMZ-იმ მოუწყო. საიტმა პრინცის შიშველი ფოტოები გამოაქვეყნა. ჰარიმ სასტუმროს ვიპ-ოთახში მეგობრებთან ერთად გრანდიოზული წვეულება გამართა და თუკი ფოტოებით ვიმსჯელებთ, კარგადაც გაერთო. ახალგაზრდებმა სტრიპტიზიც მოაწყვეს.

ბუკინგემის სასახლე აგორებულ სკანდალს, მოგვიანებით, ბრიტანული თავშეკავებულობით გამოეხმაურა. პრინცის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ფოტოებზე ნამდვილად ჰარია აღბეჭდილი და ბრიტანეთის პრესას სთხოვეს, ფოტოების გამოქვეყნებაზე უარი ეთქვათ.

საფოლკის სამხედრო ბაზის წარმომადგენლებმა, სადაც ჰარი მსახურობს, ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს. ისინი პრინცის საქციელს ვერ ამართლებენ და მასთან გასაუბრებას აპირებენ.  ჰარი საჰაერო კორპუსის კაპიტანია და, შესაძლოა, იგი ლეიტენანტის ჩინამდე ჩამოაქვეითონ.

მედია ჰარის დაცვის სამსახურსაც გაესაუბრა, რომელიც ვეგასური არდადეგების დროს მასთან ერთად იმყოფებოდა და პრინცს მხიარულებაში ხელი არ შეუშალა. უსაფრთხოების სამსახურის თქმით, მათ მოვალეობაში პრინცის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა და არა მისი ძიძობა შედის. ასე რომ, დედოფლის შვილიშვილს საკუთარ საქციელზე პასუხისგება მოუწევს.

იხილეთ ვიდეო: შიშველი პრინცი ჰარი - სკანდალი სამეფო ოჯახის ირგვლივ

მომზადებულია stvchannel.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს