ჯონ გალიანოს საპატიო ლეგიონის ორდენი ჩამოართვეს

ჯონ გალიანოს საპატიო ლეგიონის ორდენი ჩამოართვეს

საფრანგეთის მთავრობამ დიზაინერ ჯონ გალიანოსთვის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის წოდების ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. ეს წოდება გალიანოს 2009 წლის იანვარში ელისეს სასახლეში საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გადასცა.

საპატიო ლეგიონის კავალერის ორდენის ჩამორთმევის ბრძანებას ხელი 2012 წლის 20 აგვისტოს ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა მოაწერა. ორდენის ჩამორთმევის მიზეზი დიზაინერის ანტისემიტური განცხადებებია.

გალიანო, რომელიც 1996 წლიდან მოდის სახლ Christian Dior-ში მუშაობდა, 2011 წლის 24 თებერვალს პარიზში პოპულარული კაფე La Perle-ს სტუმრებთან კამათის შემდეგ დააკავეს. განაწყენებულმა წყვილმა დიზაინერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მას ანტისემიტურ გამონათქვამებში დასდო ბრალი.

Dior-მა ეპატაჟური არტ-დირექტორი გაათავისუფლა, ხოლო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას 6 000 ევროს ჯარიმა და გამოსასწორებელი ვადა დაუწესა.

მომზადებულია stvchannel.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს