შვედეთის მეფე და დედოფალი ძილში გაქურდეს

შვედეთის მეფე და დედოფალი ძილში გაქურდეს

შვედეთის მეფე კარლ XVI და დედოფალი სილვია საკუთარ სასახლეში იმ დროს გაქურდეს, როცა სამეფო წყვილს მშვიდად ეძინა. მეფის საზაფხულო რეზიდენციაში ქურდები გამთენიისას შეიპარნენ.

"შენობიდან, რომელიც გაძლიერებული დაცვით სარგებლობს, ქურდებმა სეიფი მოიპარეს", - აცხადებს სამეფო ოჯახის პრეს-მდივანი ბერტილ ტერნერტი.

პოლიციის ცნობით, ქურდებმა სასახლეში შეღწევა სამეფო კაფედან მოახერხეს.

"რეზიდენციასთან ახლოს, დაცვის გაძლიერებულ ზონაში მოქმედებს კაფე, რომელიც მეფის მოთხოვნის შესაბამისად მუშაობს", - განმარტავს ტერნერტი.

ქურდებმა სეიფის გარდა, ხელს რამდენიმე ძვირფასი ნივთიც გააყოლეს და შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ავტომანქანით გაიქცნენ. მოგვიანებით პოლიციამ ავტომანქანა ერთ-ერთ ავტოსადგომზე იპოვა.

მომზადებულია euromag.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს