ინგლისში დედოფალ ელისაბედის ქვიშის სკულპტურას თავი "მოჰკვეთეს"

ინგლისში დედოფალ ელისაბედის ქვიშის სკულპტურას თავი "მოჰკვეთეს"

დიდი ბრიტანეთის პოლიცია რამდენიმე ვანდალს ეძებს, რომლებმაც სომერსეტის საგრაფოში დედოფალ ელისაბედისა და ოლიმპიელი ათლეტების ქვიშის ფიგურებს თავი "მოჰკვეთეს".

ხელოვანებმა ფიგურები ქვიშის სკულპტურების ფესტივალის ფარგლებში შექმნეს, რომელიც კურორტზე ცოტა ხნის წინ გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, სათვალთვალო კამერამ 3 მამაკაცი გადაიღო. ამ ფაქტით გაოცებულნი და აღშფოთებულნი არიან პროექტში მონაწილე ხელოვანები და მისი ორგანიზატორები.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ეს ფესტივალი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. სკულპტურებში მთელი გული და სული ჩავდე. სკულპტურის აღდგენას რამდენიმე კვირა დასჭირდება", - განაცხადა ფესტივალში მონაწილე ერთ-ერთმა მოქანდაკე ნიკოლა ვუდმა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს