ბაღი, რომლის მოვლასაც დღეში 10 საათი სჭირდება

ბაღი, რომლის მოვლასაც დღეში 10 საათი სჭირდება

ინგლისის საგრაფო ოქსფორდშირში მცხოვრებ ექიმ ჩიშოლმ ოგს ულამაზესი ბაღი აქვს.

ტერიტორიაზე ხის კოტეჯი, ათასობით მცენარე და მოვლილი მწვანე მინდორია. ჩიშოლმი ბაღს 14 წელია დიდი სიყვარულით უვლის და ამ საქმიანობას დღეში 10 საათს ანდომებს. მან ტერიტორია დედისგან მემკვიდრეობით მიიღო. ჩიშოლმის დედამ მიწა 1960 წელს შეისყიდა.

"ბაღში მუშაობა ჩემი ჰობია. როდესაც მთელი დღე აქ მუშაობ, ბალახს ჭრი, მცენარეებს წყალს უსხამ, კოტეჯს ალაგებ, იღლები, თუმცა საღამოს მზის ჩასვლისას ამ სილამაზით ვტკბები და ვხვდები, რომ 10 საათიანი გარჯა ამად ღირს. ბაღი ძალიან მიყვარს და მასზე უფრო მშვიდი, სუფთა და ჯანსაღი ადგილი არსად მეგულება", - ამბობს ის.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს