27 წლის ბრიტანელის საძინებელში "დისნეის" 400 სათამაშო "ცხოვრობს"

27 წლის ბრიტანელის საძინებელში "დისნეის" 400 სათამაშო "ცხოვრობს"

ლონდონში, ბრომლის რაიონში მცხოვრები 27 წლის კაროლინ რაინერი "დისნეის" გმირებზეა შეყვარებული. კაროლინის საძინებელში 400 სათამაშო "ცხოვრობს". რაინერი სათამაშოებს 3 წლის ასაკიდან აგროვებს და, როგორც თავად ამბობს, რეკორდის დამყარებას აპირებს.

კაროლიმი გათხოვილია. მისი თქმით, დაქორწინებამდე ძალიან ეშინოდა, რომ მის მეუღლეს სათამაშოების რაოდენობა დააფრთხობდა და მათ გადაყრას მოთხოვდა. თუმცა დევიდი ცოლის გატაცებას პატივს სცემს და სათამაშოების მიმართ აგრესიას არასდროს იჩენს.

"პირველი სათამაშო - მიკი მაუსი წლების წინ კალიფორნიაში სტუმრად ყოფნის დროს მაჩუქეს. მე ის ძალიან შემიყვარდა. ჩემი გატაცების გამო სკოლაში ხშირად აბუჩად მიგდებდნენ, თუმცა კოლექციის შეგროვებაზე ამან უარი ვერ მათქმევინა. სათამაშოების მოვლისას სტრესი სადღაც ქრებოდა. მათი რიცხვი თანდათან გაიზარდა და ახლა გრანდიოზული კოლექციის მფლობელი ვარ", - ამბობს კაროლინი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს