თანამედროვე უკრაინელი "მძინარე მზეთუნახავები"

თანამედროვე უკრაინელი "მძინარე მზეთუნახავები"

უკრაინის ხელოვნების მუზეუმი უჩვეულო გამოფენას მასპინძლობს. ეს არის არტ-პროექტი "მძინარე მზეთუნახავი". პროექტში რამდენიმე გოგონა მონაწილეობს, რომლებიც 3 დღის განმავლობაში მუზეუმის დარბაზში სპეციალურად მათთვის განთავსებულ ლოგინზე დაწვებიან, თავს მოიმძინარებენ და მხოლოდ მომავალი მეუღლის კოცნის შემდეგ "გაიღვიძებენ".

გოგონებმა კონტრაქტს მოაწერეს ხელი, რომელშიც მითითებულია, რომ თუკი რომელიმე მამაკაცის კოცნის შემთხვევაში თვალს გაახელენ, მათზე დაქორწინდებიან. ზუსტად ასეთივე კონტრაქტს აწერენ ხელს მუზეუმში ვიზიტორი მამაკაცებიც. ისინი ვალდებულნი არიან, გოგონა ცოლად მოიყვანონ.

თუმცა, ყველაფერს გოგონა წყვეტს, რომელიც თვალს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაახელს, თუკი მამაკაცი მოეწონება. როგორც გოგონები ამბობენ, კოცნის დროს გრძნობენ, რა შემთხვევაში უნდა გაახილონ თვალი. იმისთვის, რომ მამაკაცებმა "მძინარე მზეთუნახავის" კოცნის უფლება მოიპოვონ, მოეთხოვებათ იყვნენ სრულწლოვანები, არ იყვნენ ქორწინებაში და ჰქონდეთ დაქორწინების გააზრებული სურვილი.

გამოფენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უკრაინის კულტურის სამინისტრომ და მუზეუმის დირექტორმა პროექტის დახურვა მოითხოვა, თუმცა პოლატაიკომ საზოგადოებას დახმარება სოციალური ქსელ  Facebook-ის საშუალებით სთხოვა. ხელოვანმა არსებულ ვითარებას "ტოტალიტარიზმის დაბრუნება" უწოდა.

გამოფენას მუზეუმი 22 სექტემბრამდე უმასპინძლებს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს