პრინც ჰარის სტრიპტიზის მოცეკვავედ მუშაობა შესთავაზეს

პრინც ჰარის სტრიპტიზის მოცეკვავედ მუშაობა შესთავაზეს

ლას-ვეგასის სტრიპტიზ-კლუბმა და კაზინო Chippendales-მა ბუკინგემის სასახლეში პრინც ჰარის პიკანტური საქმიანი წინადადება გაუგზავნა. კლუბი ბრიტანელ პრინცს ანაზღაურების სანაცვლოდ მდიდარი ქალებისთვის გაშიშვლებას სთავაზობს.

შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საფუძველი შიშველი პრინცის ფოტოების გავრცელებაა, რამაც სამეფო ოჯახში დიდი სკანდალი გამოიწვია.

"ჩვენ დავუკავშირდით მის წარმომადგენლებს ბუკინგემის სასახლეში და ჩვენს სტრიპტიზ-პროგრამაში ახალი წამყვანი ადგილი შევთავაზეთ. ჩვენი კლუბი მამაკაცებისთვის განკუთვნილი მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. თუ საჯაროდ გაშიშვლების მიმართ მის სიყვარულსა და სითამამეს გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, ჩვენს წინადადებაზე უარი არ უნდა თქვას", - განაცხადა კლუბის წარმომადგენელმა.

კლუბი ლას-ვაგასის ცენტრში სასტუმრო Rio All-Suite Hotel and Casino-ში მდებარეობს. კლუბი პრინცს გარანტიას აძლევს, რომ შოუს დროს მობილური ტელეფონები და მსგავსი მოწყობილობები გამორთული იქნება.

პრინცი ჰარი მორიგ სკანდალში მას შემდეგ გაეხვია, რაც ლას-ვეგასში სასტუმრო Wynn-ში გაშიშვლებაზე ბილიარდის თამაშს დათანხმდა. პრინცი თამაშისას დამარცხდა და საჯაროდ გაშიშვლება მოუხდა, რაც მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა მობილურით გადაიღო. მოგვიანებით კი ფოტოები პრესას მიჰყიდა.

ფოტოების გავრცელებით აღშფოთებულმა ელისაბედ მეორემ პირობა დადო, რომ ჰარის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ დაცვის თანამშრომლებს სამსახურიდან დაითხოვს. ჰარიმ თავი იმართლა და ფოტოების გავრცელება დაცვას გადააბრალა. სკანდალის შემდეგ პრინცი ცდილობს, თვალში არავის მოხვდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობა, სადაც ჰარი კაპიტნად მსახურობს, მისთვის სამხედრო წოდების ჩამორთმევას აპირებს.

იხილეთ ვიდეო: შიშველი პრინცი ჰარი - სკანდალი სამეფო ოჯახის ირგვლივ

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს