მამა 4 წლის შვილს ზღვაში დამოუკიდებლად გასასვლელად ამზადებს

მამა 4 წლის შვილს ზღვაში დამოუკიდებლად გასასვლელად ამზადებს

ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელსაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კადრებში ჩანს მხოლოდ ტრუსებსა და ფეხსაცმელებში გამოწყობილი 4 წლის ბიჭუნა, რომელიც ნიუ-იორკის ქუჩებში თოვლსა და ყინვაში აზიდვებს აკეთებს. ახლა კი ცნობილია, რომ მამა მას ცურვას ასწავლის, რათა ღია ზღვაში ნავის მართვა დამოუკიდებლად შეძლოს.

ვიდეოში მამა ბიჭუნას დუოდუოთი მიმართავს. მამაკაცს კი ზედმეტსახელად "არწივის მამიკოს" ეძახიან. უცნობია, ვინ ატვირთა ვიდეო ინტერნეტში. მომხმარებლებმა პატარას მშობლები გაკიცხეს.  გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მამა ბიზნესმენია. ოჯახი ჩინეთის პროვინცია ძიანსუში ცხოვრობს და ნიუ-იორკს სტუმრად ეწვია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს