სიგარეტის კოლოფებზე დაავადებული ორგანოების სურათებს დაბეჭდავენ

სიგარეტის კოლოფებზე დაავადებული ორგანოების სურათებს დაბეჭდავენ

ავსტრალიაში ყველა სიგარეტს ერთნაირი კოლოფით გაყიდიან. გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო, რომელიც მოწევას ებრძვის. ავსტრალიელებმა განიზრახეს, საკუთარ ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 15%-იდან 10%-მდე შეამცირონ.

სიგარეტის ნაცრისფერი კოლოფის წინა მხარის 70%-სა და უკანა მხარის 90%-ზე თამბაქოს მავნებლობაზე გაფრთხილებას და სხვადასხვა დაავადებული ორგანოს ფოტოებს დაიტანენ. ბრენდების დასახელებისთვის ერთი და იგივე ფერი და შრიფტია შერჩეული.

მიუხედავად თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების წინააღმდეგობისა, კანონი წლის ბოლოს ამოქმედდება.

სიგარეტის ბრენდების British American Tobacco-ს, Imperial Tobacco-ს, Philip Morris-სა და Japan Tobacco-ს მფლობელები საკუთარი უფლების დაცვას სასამართლოში უკვე შეეცადნენ, მაგრამ მათ სარჩელის განხილვაზე უარი უთხრეს. ავსტრალიის მაგალითს, შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, ახალ ზელანდიაში, კანადასა და ინდოეთში მიბაძონ.

მომზადებულია yes.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს