ბრიტანელი სამხედროები პრინცი ჰარის მხარდასაჭერად გაშიშვლდნენ

ბრიტანელი სამხედროები პრინცი ჰარის მხარდასაჭერად გაშიშვლდნენ

ინტერნეტში პრინცი ჰარის მხარდასაჭერად კამპანია დაიწყო. ყოფილმა და მოქმედმა სამხედროებმა ფოტო-ფლეშმობი წამოიწყეს, რომლის ფარგლებშიც შიშველ ფოტოებს სოციალურ ქსელ Facebook-ში ტვირთავენ. საქმე ის არის, რომ ცნობილი ფოტოსკანდალის გამო პრინცი ჰარისთვის სამხედრო წოდების ჩამორთმევას აპირებენ.

ჯუფს "Support Prince Harry with a naked salute!" ("მხარი დაუჭირე პრინც ჰარის შიშველი მისალმებით!") ჰქვია და მასში უკვე 15 000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. აქციაში როგორც სამხედროები, ისე მათი მეუღლეები, შვილები და შინაური ცხოველებიც კი მონაწილეობენ. 

თავიდან აქციაში მხოლოდ ბრიტანელი სამხედროები მონაწილეობდნენ, მაგრამ მოგვიანებით მათ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. სამეფო ოჯახს და თავად უელსის პრინცს აქციის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ჰარის შიშველი ფოტოების გარშემო აგორებული სკანდალი აგერ უკვე ერთი კვირაა გრძელდება. 21 აგვისტოს საიტ ТMZ.com-ზე ლოს-ანჯელესის სასტუმროში გადაღებული შიშველი პრინცის ფოტოები გამოქვეყნდა. ერთ-ერთ ფოტოზე ჰარი უცნობ გოგონასთან ერთად არის გადაღებული. სამეფო ოჯახმა დაადასტურა, რომ ფოტოებზე ნამდვილად ჰარია აღბეჭდილი.

მომზადებულია Tha Daily Mail-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: შიშველი პრინცი ჰარი - სკანდალი სამეფო ოჯახის ირგვლივ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს