ტოგოს ოპოზიცია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სექსის აკრძალვას იყენებს

ტოგოს ოპოზიცია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სექსის აკრძალვას იყენებს

ტოგოს რესპუბლიკაში ოპოზიციის ლიდერებმა ქალებს მოუწოდეს, 1 კვირა ქმრებს სექსზე უარი უთხრან. როგორც კოალიცია "გადავარჩინოთ ტოგოს" წევრები აცხადებენ, ამ ხერხით ქალები ქმრებს აიძულებენ, რომ მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციებში აქტიურად ჩაერთონ.

"გვსურს ისევე ვიბრძოლოთ და იმავე ტაქტიკას მივმართოთ, როგორიც ლიბერიელმა (დასავლეთ აფრიკა) ქალებმა. მათ სექსზე უარი თქვეს. შედეგად, აღშფოთებულმა ლიბერიელმა კაცებმა სამოქალაქო ომი შეწყვიტეს და რეგიონში მშვიდობა დამყარდა. მას შემდეგ, რაც ქალებს სექსზე უარისკენ მოვუწოდეთ, უამრავი მამაკაცი ცოლის გადაწყვეტილებამ გააღიზიანა. მთავრობის წევრებს მოვუწოდებ, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი რამდენიმე დაპატიმრებული ადამიანი გაათავისუფლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციას შიშვლები გავმართავთ. ეს მთავრობა უნდა წავიდეს და ქვეყანაში დემოკრატია დამყარდეს. ამდენი ეკონომიკური პრობლემის ატანა აღარ შეგვიძლია", - ამბობს კოალიციის წევრი იზაბელ ამეგანვი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს