მედდა ორგაზმს დღეში 100-ჯერ განიცდის

მედდა ორგაზმს დღეში 100-ჯერ განიცდის

ნიუ-ჯერსელი 44 წლის მედდა, კიმ რამსი დღეში ორგაზმს დაახლოებით 100-ჯერ განიცდის და ამის გამო ყოველდღიურ ცხოვრებაში დისკომფორტი ექმნება. ქალისთვის საკმარისია ავტომობილით გაიაროს, იატაკი მორეცხოს ან გაირბინოს, რომ ექსტაზის ტალღა იპყრობს.

თავად მედდას თქმით, ორგაზმს საშუალოდ ყოველ 15 წუთში ერთხელ განიცდის და ამ დაავადებას მისთვის პრობლემები მოაქვს. პერმანენტული ორგაზმის გამო რამსი სამუშაოზე კონცენტრირებას ვერ ახერხებს.

მედდას 10 წლიდან უკურნებელი აშლილობა აწუხებს. ექიმები იწრმუნებიან, რომ სინდრომის მიზეზი კიბიდან ჩამოვარდნაა, რომლის შედეგად ქალს ზურგის ტვინის კისტა განუვითარდა.

კიმი 4 წლის განმავლობაში არავის ხვდება. თავად მედდის თქმით, ბოლო მეგობარ ბიჭთან ურთიერთობა სწორედ მისი მრავალრიცხოვანი ორგაზმების გამო დასრულდა. საქმე ის არის, რომ ორგაზმს ის მამაკაცთან საწოლში არ განიცდის.

"სიამოვნება კოშმარად მექცა. როდესაც ბოლოს მამაკაცს ვხვდებოდი, იგი ოთხი დღის განმავლობაში ჩემი პათოლოგიური ექსტაზების მოწმე გახდა. როგორც შემეძლო თავის ვიკავებდი, მაგრამ უშედეგოდ", - ჩივის კიმი.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს