განახლებული გუდაური დამსვენებელებს წლევანდელ სეზონზე უმასპინძლებს. "გუდაურის განვითარების ფონდის" ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტი სამი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება, ესენია - კურორტზე არსებული კერძო სახლების, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალური წყალსადენის აღდგენა-შეკეთება და გუდაურსა და დაბა კუმლისციხეში შიდა გზების რეაბილიტაცია.
"პროექტის ფარგლებში ყველა კერძო სახლისა და სასტუმროს ფასადს თბოიზოლაციის მასალებით გავაკეთებთ, ასევე, ყველა შენობას გადავხურავთ", -აცხადებენ გუდაურის განვითარების ფონდში.
წელს "გუდაურის განვითარების ფონდის" ბიუჯეტი 9 მლნ ლარს შეადგენს და თანხის ძირითადი ნაწილი აღნიშნულ სამუშაოებს მოხმარდება.
სარეაბილიტაციო პროექტის დასრულება 15 ნოემბრისთვის იგეგმება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9