წყვილმა 274 მეტრის სიმაღლეზე იქორწინა

წყვილმა 274 მეტრის სიმაღლეზე იქორწინა

წყვილმა, ბობ ევინგმა და ანტონი ჰოჯმა დასავლეთ ვირჯინიაში, Seneca-ს კლდეზე, 274 მეტრის სიმაღლეზე იქორწინა და სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. ფოტო სოციალურ ქსელებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, ის 500 000-მა ადამიანმა ნახა.

კლდეზე ქორწილის გადახდა პატარძლის სურვილი იყო. მას გრძელი საქორწინო კაბით კლდეზე ცოცვა ძალიან მოეწონა და ამაყობს, რომ მისი ქორწილი ორიგინალური და დაუვიწყარი გამოვიდა.

წყვილთან ერთად კლდეზე სიძის ძმა, პატარძლის დედა და რამდენიმე მეგობარი ავიდა. ისინი, ვინც ქორწილში მონაწილეობა რისკის გამო ვერ გაბედა, წყვილს გაბედნიერება მეორე დღეს გამართულ წვეულებაზე მიულოცა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

ასევე იხილეთ:

- ნუდისტური ქორწილი იამაიკაში (ვიდეო)

- ამერიკელმა წყვილმა გიგანტური ტორნადოდან რამდენიმე კილომეტრში იქორწინა (ვიდეო)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს