ჟურნალმა მიშელ ობამა მონა ქალის როლში გამოსახა

ჟურნალმა მიშელ ობამა მონა ქალის როლში გამოსახა

ესპანურმა ჟურნალმა Fuera de Serie-მ ნომრის გარეკანზე სკანდალური ფოტო გამოაქვეყნა. გამოცემამ აშშ-ის პირველი ლედის, მიშელ ობამას სახე ფოტოშოპით დაამუშავა და შიშველი მონა ქალის ტანს ”დაადგა”. ჟურნალის რედაქციამ ფრანგი მხატვრის, მარია-გუილემაინ ბენოისტის 1800 წელს შექმნილი ნამუშევრის - D'Une Négresse-ს ილუსტრაცია გამოიყენა.

ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნებულ ფოტოსურათს თან ახლავს წარწერა: "მიშელი მონის შვილიშვილი, ამერიკის ქალბატონი".

საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ფოტოსურათი რასისტული შინაარსისაა, ნაწილმა კი აღიარა, რომ თვალში პირველ რიგში, შიშველი მკერდი მოხვდა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მიშელმა გამოცემისთვის გაიხადა.

სწორედ ამ სერიის ფარგლებში შეიქმნა ობამას ფოტოსურათიც. ფოტოგრაფების მიზანია, "ცნობილი პირები განსხვავებულად წარმოადგინონ".

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია newsone.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს