რუსეთში "აბა, დამაცადეს" ჩვენება აკრძალეს

რუსეთში "აბა, დამაცადეს" ჩვენება აკრძალეს

რუსეთში 1-ლი სექტემბრიდან მულტფილმ "აბა, დამაცადეს" მხოლოდ ღამე აჩვენებენ. რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიოსამაუწყებლო კომპანია (ВГТРК) მიიჩნევს, რომ მგლისა და კურდღლის თავგადასავალი ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას ზიანს აყენებს - მულტფილმი

"ძალადობის სცენებს" შეიცავს.

ტელეკომპანიაში განაცხადეს, რომ მულტფილმი ბავშვების მავნე ინფორმაციისგან დაცვის ახალ ფედერალურ კანონს ეწინააღმდეგება. კანონი ძალაში სამ დღეში შედის.

"ჩვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს - ან კანონი დავარღვიოთ, ან გვიან ღამით ვაჩვენოთ",- განაცხადა მედია ჰოლდინგის საბავშვო და საყმაწვილო პროგრამების ხელმძღვანელმა ტატიანა ცივარევამ.

"აბა, დამაცადე" მისი  მთავარი გმირის "ამორალური საქციელის" გამო უფროსებისთვის განკუთვნილი ფილმების კატეგორიაში მოხვდა. მთავარი გმირი, მგელი ეწევა, ბავშვებს აბრაზებს და ქალებს უხეშად ექცევა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს