პრინცი ჰარი შეყვარებულმა მიატოვა

პრინცი ჰარი  შეყვარებულმა მიატოვა

პრინცი ჰარი, რომელიც ახლახან ფოტოსკანდალში გაეხვა, შეყვარებულმა მიატოვა. ლას-ვეგასის ცნობილი ფოტოები ახალგაზრდა პრინცს შესაძლოა, მეგობარი გოგონას დაკარგვად დაუჯდეს.

პრინცის შეყვარებულმა, 23 წლის მოდელმა კრესიდა ბონასმა გადაწყვიტა, პრინცს დასცილდეს. გოგონა იმ ფაქტმა გაანაწყენა, რომ ახალგაზრდა მონარქი მისი არყოფნის დროს კარგად გაერთო. ამასთან, ნახევრად შიშველი პრინცი ქალების გარემოცვაში მოწყენილი არ ჩანდა. 

"ჰარიმ ყველაფერი გააფუჭა. ლას-ვეგასში პრინცის საქციელმა გოგონა ძალიან გაანაწყენა. მან კრესიდას შეურაცხყოფა მიაყენა", - ამბობს გოგონას ერთ-ერთი მეგობარი. პრინცი და მოდელი ახალახან კარიბის კუნძულ ნეკერზე ისვენებდნენ.

პრინც ჰარის კრესიდა ბონასი პრინცესა ევგენიამ გააცნო. თავიდან ახალგაზრდები უბრალოდ მეგობრობდნენ, მოგვიანებით მათი ურთიერთობა გრძნობაში გადაიზარდა. მათ ერთად სხვადასხვა ღონისძიებებზე ხედავდნენ.

ახლახან მედიამაგნატმა რუპერტ მერდოკმა (მას ეკუთვნის გაზეთი The Sun - ბრიტანული ტაბლოიდი, რომელმაც მონარქის ”შიშველი ფოტოები” გამოაქვეყნა) ახალგაზრდა პრინცს ბრძნული რჩევა მისცა: "ეს პრინცი ჰარისთვის გაკვეთილია, მოერიდე ფოტოკამერიან მეგობრებს".

ამასთან, ვებ საიტი showbizspy-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრინცი ჰარი შესაძლოა, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალშიც გაეხვეს.

საიტის ინფორმაციით, იმ ოთახში სადაც პრინცი ჰარი გოგონასთან ერთად შიშველი გადაიღეს, კოკაინს იყენებდნენ.

"ყველა სვამდა და ნარკოტიკს იკეთებდა, ზოგიერთი კი კოკაინს ყნოსავდა", - აცხადებს თვითმხილველი, რომელიც ლას-ვეგასში გამართულ წვეულებას ესწრებოდა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს