საკუთარი თავის ამანათად მიძღვნის სურვილმა შეყვარებული კაცი ლამის გაგუდა

საკუთარი თავის ამანათად მიძღვნის სურვილმა შეყვარებული კაცი ლამის გაგუდა

ჩინეთის ქალაქ ჩუნცინის მკვიდრმა ხუ სენმა შეყვარებულს ფოსტით საკუთარი თავი გაუგზავნა, მაგრამ ლამის ამანათში გაიგუდა. ხუ სენს მეგობარი გოგონას გაოცება უნდოდა. 

კურიერს, რომელსაც ამანათი ადგილზე უნდა მიეტანა, მისამართები აერია. შედეგად, რომანტიკულად განწყობილმა ჩინელმა 30 წუთის ნაცვლად, ყუთში დაახლოებით 3 საათი დაჰყო და ლამის გაიგუდა.

როდესაც ამანათი დანიშნულების ადგილზე მიიტანეს, ხუ სენი უკვე უგონოდ იყო. მის გონზე მოსაყვანად სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

"არ მეგონა თუ ამანათის მიტანას ამდენი დრო დასჭირდებოდა, ვცადე კოლოფი გამეხვრიტა, რომ მესუნთქა, მაგრამ მუყაო ძალიან სქელი აღმოჩნდა, ხოლო ყვირილი არ მინდოდა, რადგან ამით სურპრიზს გავაფუჭებდი",- ამბობს ხუ სენი.

"რომ გვცოდნოდა, რის გაკეთებასაც აპირებდა, ამანათს არ მივიღებდით",- განაცხადეს ადგილობრივ საფოსტო განყოფილებაში.

მომზადებულია Orange News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს