მსოფლიოში ყველაზე პატარა ტანის ქალმა და კაცმა ფოტოები ერთად გადაიღეს

მსოფლიოში ყველაზე პატარა ტანის ქალმა და კაცმა ფოტოები ერთად გადაიღეს

მსოფლიოში ყველაზე პატარა ტანის ქალი და კაცი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნისთვის ერთად გადაიღეს. მსოფლიოში ყველაზე დაბალი კაცი 72 წლის ნეპალელი ჩანდრა ბაჰადურ დანგია, ხოლო მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალი 18 წლის ინდოელი ჯიოტი ამგე. ისინი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში არიან შესული. ფოტოსესიაზე მათ საკუთარი ქვეყნის ეროვნული სამოსი ეცვათ და ფოტოგრაფებისთვის ღიმილს არ იშურებდნენ. ერთ-ერთ ფოტოზე კი ისინი საშუალო სიმაღლის მამაკაცთან ერთად პოზირებენ.

გოგონა ინდოეთის ქალაქ ნაგპურში ცხოვრობს და აქონდროპლაზიითაა დაავადებული, ის 60 სანტიმეტრია. მიუხედავად იმისა, რომ ჯიოტი პატარა ტანისაა, უამრავი გეგმა აქვს. ის უკვე გადაიღეს ბოლივუდის რამდენიმე ფილმში.

მსოფლიოში ყველაზე პატარა ტანის მამაკაცი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუსთან მდებარე პატარა სოფელ რჰიმკოლაში ცხოვრობს. მან 72 წლის განმავლობაში პირველად დატოვა მშობლიური სოფელი, რათა გინესის წიგნისთვის ფოტოები გადაეღო. ის 54 სანტიმეტრია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს