ცოლ-ქმარი ხმაურიანი სექსისთვის დააკავეს

ცოლ-ქმარი ხმაურიანი სექსისთვის დააკავეს

ავსტრალიის სამხრეთით პოლიციამ ცოლ-ქმარი - 34 წლის ჯესიკა ენჯელი და 45 წლის კოლენ მაკენზი ხმაურიანი სექსისთვის დააკავა. წყვილი ხშირად არღვევდა კანონს და მათი ოჯახიდან გამოსული ხმაური მეზობლებს აწუხებდა. ცოლ-ქმარს 4000 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ენჯელისა და მაკენზის მეზობლები ხშირად ჩიოდნენ. 2012 წლის აპრილის შემდეგ მათ პოლიცია 12-ჯერ გამოიძახეს.

ერთ-ერთი ბოლო გამოძახების დროს, 18 აგვისტოს სამართალდამცავებმა ცოლ-ქმარს 72 საათის განმავლობაში ხმამაღალი ბგერების გამოცემა აუკრძალეს. თუმცა ენჯელმა და მაკენზიმ ხელწერილი დაარღვიეს და 21 აგვისტოს დილით მათთან კვლავ პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. ორივე დააკავეს. ამასთან, მაკენზიმ მომხდარში მეუღლე დაადანაშაულა.

"ჩვენ სექსით ოთხი, ექვსი ან შვიდი საათი ვართ დაკავებული. მგონია, რომ გულის შეტევით მოვკვდები. მან კინაღამ მომკლა", - განაცხადა ქმარმა.

მომზადებულია ТСН-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს